თბილისი,ცოტნე დადიანის ქ.160
  995 599565480 / 032 218 02 88 

რეალური ზრუნვა თქვენს ჯანმრთელობაზე




თანაარსებობა COVID19-თან
კლინიკა პრემიუმ მედი გადადის მუშაობის ადაპტირებულ რეჟიმზე, გამომდინარე ქვეყანაში და მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან. ვითვალისწინებთ საქართველოს მთავრობის რეკომენდაციებს , შესაბამისად პაციენტებს ვთავაზობთ დისტანციურ – სატელეფონო კონსულტაციებს ოჯახის ექიმებთან და ექიმ სპეციალისტებთან.
გთხოვთ დაგვიკავშირდეთ : 2-180288; 2-880048; 599-565480 ;
ოჯახის ექიმები და ექიმი სპეციალისტები გაგიწევენ სრულყოფილ დისტანციურ კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევებისათვის იმოქმედებს ჩაწერის გრაფიკი, მკაცრად განსაზღვრული დროის მონაკვეთით, რათა არ მოხდეს პაციენტების შეხვედრა ერთ სივრცეში.
გთხოვთ გამოუცხადოთ მხარდაჭერა კლინიკის მიერ შემოთავაზებულ სამუშაო განაწესს.
გაითვალისწინეთ , კლინიკა „პრემიუმ მედი „ არის მულტიპროფილური ამბულატორიული ცენტრი , შესაბამისადб ურგენტული შემთხვევების არსებობისას , ჩვენი ოჯახის ექიმები მოგაწვდიან, დეტალურ რეკომენდაციებს სად და ვის უნდა მიმართოთ და როგორ მოიქცეთ, რათა ეფექტურად მოხდეს თითოეული შემთხვევის მართვა.
გვინდა მოკრძალებულად გთხოვოთ , ზედმიწევნით დაიცვათ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, არ აყვეთ უსარგებლო და არაფრისმომტან შიშებს , იცხოვრეთ ჩვეული რიტმით და გონივრული სიფრთხილით. გვჯერა, ყველა ერთად ღირსეულად გადავლახავთ კაცობრიობის წინაშე არსებულ ამ გამოწვევას.

საუკეთესო სურვილებით , კლინიკა  პრემიუმ მედის  დირექტორი მარიამ ბერიძე




{dnn}
{dl}
{hnn}
{hl}
{mnn}
{ml}
{snn}
{sl}

კლინიკა "პრემიუმ მედის"შესახებ

საოჯახო მედიცინის ცენტრი "პრემიუმ მედი" გაიხსნა 2016 წელს. ეს არის ახალი ფორმატის სამედიცინო კლინიკა, რომელიც ეფუძნება კომპლექსურ მიდგომას მოემსახუროს პაციენტის და მისი ოჯახის ყველა წევრის ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
"პრემიუმ მედი" - ეს არის მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი თანამედროვე აღჭურვილობითა და მაღალკვალიფიციური ექიმებით. ჩვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის,ხელმისაწვდომ მომსახურებას,დიაგნოსტიკას, მკურნალობას და ზრუნვას თქვენს ჯანმრთელობაზე.

კლინიკა "პრემიუმ მედი" სადაზღვევო კომპანია "PSP"ს პროვაიდერია.


თერაპევტი

ოჯახის ექიმი

პედიატრი

კარდიოლოგი

გინეკოლოგი

უროლოგი

ნევროლოგი

ენდოკრინოლოგი

ოფთალმოლოგი

ლარინგოლოგი

ქირურგი

ანგიოლოგი

რევმატოლოგი

კლინიკა "პრემიუმ მედის" სამედიცინო მომსახურება

სპეციალისტის კონსულტაცია

პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება,რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაცია და შესაბამისი პრევენციული/სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვა;პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარების მეთვალყურეობა/მონიტორინგი, შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის სქემაში ცვლილებების შეტანა

ამბულატორიული მკურნალობა (დღის სტაციონარი)

სხვადასხვა სამკურნალო მანიპულაციების (ინჰალაციები, ინექციები, ინტრავენური გადასხმები,შეხვევა,ყურის ტუალეტი და სხვ.) ჩატარება.პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება

ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრი

პაციენტის სამედიცინო ანამნეზთან და დიაგნოზთან შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები/სისხლის კლინიკური ანალიზი/ბიოქიმია,იმუნოლოგია, სეროლოგია,ბაქტერიოლოგია,ციტოლოგია

 ინსტრუმენტალური კვლევები

ელექტროკარდიოგრაფია,ულტრაბგერითი კვლევების ფართო სპექტრი, ჰოლტერმონიტორინგი, ოტოსკოპია,კოლპოსკოპია

3 სამი ძირითადი მიზეზი

რატომ უნდა ავირჩიოთ  "პრემიუმ მედი""

კომფორტი,პროფესიონალიზმი, თანამედროვე მიდგომების გამოყენება, ,მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მიერ წარმოებული აღჭურვილობა, ხელმისაწვდომი მომსახურება.

ოჯახებისა და ინდივიდუალური კლიენტებისათვის,რომელთაც კლინიკა ემსახურება მოქმედებს ლოიალურობის პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტს ისარგებლოს და მიიღოს მომსახურება  შედარებით დაბალი ტარიფით განმეორებითი ვიზიტების დროს.

საოჯახო მედიცინის ცენტრი "პრემიუმ მედი" ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ხორციელდება ორსულთა პატრონაჟი და მონიტორინგი.

9

შესაბამისი კლინიკური სპეციალობით მუშაობის საშუალო  სტაჟი

12

მაღალკვალიფიციური,თავისი საქმის პროფესიონალი ექიმი მუშაობს ჩვენთან

40

პროცენტი პაციენტებისა ჩვენთან ხვდება რეკომენდაციის შედეგად

თბილისი,ცოტნე დადიანის 160
(160 Tsotne Dadiani Street, Tbilisi, Georgia)

(2 სართული,შემოსასვლელი პარკის მხრიდან)

995 555 69 55 96/995 322 18 02 88, info@premiummedi.ge